ხატია დეკანოიძე - უნდა დავიწყოთ მუშაობა „სააკაშვილის სიაზე“, რომელშიც შევა მისი უფლებების დამრღვევი ყველა პირი

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებისთვის ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს.

მისი თქმით, პრეზიდენტს უნდა ესმოდეს, რას ნიშნავს საქართველოს ევროინტეგრაცია და რა საფრთხე შეიძლება დაუდგეს მას.

„პოლიტიკურად რა დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პლატფორმის მიმართ, პრეზიდენტს აქვს როლი, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არ იყოს საფრთხის ქვეშ. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაც და სასამართლოც პრეზიდენტის არა თუ ყურადღების ქვეშ უნდა იყოს, არამედ მან უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ საქართველოს სახელმწიფოს ევროინტეგრაციას არ შექმნის საფრთხე. მე ვგულისხმობ მისი ბერკეტების გამოყენებას, რაც გულისხმობს მიხეილ სააკაშვილზე ჰუმანიტარული და ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის, პოლიტიკური მისიის შესრულებას და ასევე, ნიკა გვარამიასთან მიმართებაში შეწყალებას. მას უნდა ესმოდეს კარგად, რას ნიშნავს საქართველოს ევროინტეგრაცია და რა საფრთხე შეიძლება დაუდგეს ამ უმძიმეს პერიოდში საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით", - განაცხადა დეკანოიძემ.

მან ასევე, ისაუბრა მოშიმშილე დეპუტატებზე და აღნიშნა, რომ ყველანაირი პროტესტი ადამიანების თავისუფალი სიტყვის გამოხატულებაა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის საერთაშორისო ბერკეტები უმნიშვნელოვანესია.

„დეკანოიძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მუშაობა დაიწყონ „სააკაშვილის სიაზე“, რომელშიც ყველა ის ადამიანი შევა, რომელიც ამ დანაშაულებრივ სქემაში არიან ჩართულები.

„დღეს შედარებით სუსტად არიან, უკვე შესამჩნევია წონაში კლებაც და სისუსტეც და ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ვნერვიულობ ანის ჯანმრთელობაზე. დღეს მოვა ექიმი და შეაფასებს მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ყველანაირი პროტესტი ადამიანების თავისუფალი სიტყვის გამოხატულებაა და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რამაც უნდა განაპირობოს წნეხი საზოგადოების მხრიდან, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი,რასაც მე განვიხილავ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის - ეს არის საერთაშორისო ბერკეტები და ამის გამოყენება არის მნიშვნელობა.

მე პროტესტის ნებისმიერი გამოხატულება ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მექანიზმად, რასაც მე განვიხილავ, არის საერთაშორისო ზეწოლა. მნიშვნელოვანია დავიწყოთ მუშაობა „სააკაშვილის სიაზე“, რომელშიც შევა ყოფილი პრეზიდენტის უფლებების დამრღვევი ყველა ის ადამიანი, ვინც ამ დანაშაულებრივ სქემაში არიან ჩართულები, მათ შორის კადრების გასაჯაროებაში, რომელიც იყო პირდაპირი ნიშნული, როგორი ხარისხით უყურებს ხელისუფლება ადამიანს, პატიმარს, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

ჩემი აზრით, პარლამენტში ბრძოლა (ვგულისხმობ ბერკეტების გამოყენებას) არის მნიშვნელოვანი და ამას ვერ ჩაანაცვლებს ვერაფერი, რადგან პროტესტს თავისი ადგილი აქვს და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობას თავისი ადგილი და ეს ყველას ესმის“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო