ირაკლი ზარქუა - გული მტკივა იმიტომ, რომ შიმშილობის საფუძველი არ აქვთ, ჩემი კოლეგები ზარალდებიან - ვნახეთ, რომ პატიმარი სააკაშვილი ლუქს პალატაშია და ყველა სერვისი მიეწოდება

გული მტკივა იმიტომ, რომ საფუძველი არ აქვს შიმშილობის. აქ ზარალდებიან ჩემი კოლეგები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტში მოშიმშილე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, შიმშილობის საფუძველი არ არსებობს, რადგან საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დანაშაული ჩადენილი აქვს.

„მე ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან, რაც არ უნდა განსხვავებული ხედვა გვქონდეს, ჯანმრთელობას ვუსურვებ. კიდევ ერთხელ ვამბობ, გული მტკივა, იმიტომ რომ საფუძველი არ აქვთ შიმშილობის. აქ ზარალდებიან ჩემი კოლეგები, თორემ ჩვენ ვნახეთ იმ გასაჯაროებული კადრებიდან, სადაც ლუქს პალატაშია პატიმარი სააკაშვილი და სადაც ყველა სერვისი მიეწოდება. უფრო მეტიც, აღმოჩნდა, რომ იქით ძალადობს ექთნებზე და ექიმებზე. ეს ალბათ, ცალკე ძიების საგანი უნდა გახდეს.

დასკვნა დაიდოს, რომ ისეთი დაავადება სჭირს, რასაც ვერ უმკურნალებს, მაგალითად, პენიტენციური, ან ჩვენი კლინიკები. ხალხნო, საფუძველი არ არის. შიმშილობის დაწყება, ისევე როგორც დამთავრება, ეს თავიდან ბოლომდე მათი უფლებამოსილებაა,“ - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები დავით კირკიტაძე, ანა წითლიძე და თემურ ჯანაშია შიმშილობს. მათი მოთხოვნაა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
ვასო ურუშაძე - საქართველოში ეთნიკური ჯგუფების თანაცხოვრების საუკუნოვანი გამოცდილებაა, რასაც ეკონომიკურ ჰაბად ჩამოყალიბების იდეის რეალობად ქცევა შეუძლია
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები