ნიკოლ ფაშინიანი - ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანს ჩაკეტილი აქვს და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა გზებზე სიცივეშია ჩარჩენილი

8 დღეა ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანს ჩაკეტილი აქვს და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა გზებზე სიცივეშია ჩარჩენილი, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე მოქალაქეებს მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა არ აქვთ.

„რვა დღეა, ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანს ჩაკეტილი აქვს და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა გზებზე სიცივეშია ჩარჩენილი. ოჯახები ბლოკადის სხვადასხვა მხარეს ხვდებიან. ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე მოქალაქეები მოკლებული არიან მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებას“, - წერს ფაშინიანი.

ლაჩინის დერეფანი, რომელიც სომხეთსა და მთიან ყარაბაღს ერთმანეთთან აკავშირებს, 12 დეკემბერს მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც აზერბაიჯანელმა აქტივისტებმა ქალაქ შუშას შესასვლელთან პავილიონები აღმართეს. რუსეთის სამშვიდობო პუნქტის წინ შეკრებილი მომიტინგეების განცხადებით, რეგიონში დისლოცირებულ სამშვიდობო ძალები იმაში ადანაშაულებენ, რომ აზერბაიჯანელ ეკოლოგებს უფლებას არ აძლევენ აღდარაში სამთო საქმიანობის მონიტორინგი განახორციელონ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი