ბიბლუსი ჯგუფი ქსელს ევროპის ბაზარზე აფართოებს - სლოვენიაში პირველი მაღაზია გაიხსნა

ბიბლუსი ჯგუფმა „XS სათამაშოების“ მაღაზია 17 დეკემბერს სლოვენიაში, ქალაქ ცელიეში გახსნა, რაც ბიბლუს ჯგუფის ქსელის გლობალური განვითარების სტრატეგიის პირველი წარმატებული ნაბიჯია.

XS Igrace-ის მაღაზია მომხმარებლებს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სავაჭრო მოლში „სითი ცენტრ“-ში მასპინძლობს. ბიბლუსი ჯგუფი სლოვენიაში აქტიურ განვითარებას და სამომავლოდ 10-15 ობიექტის გახსნას გეგმავს.

როგორც საქართველოში, ისე სლოვენიაში, „XS“ ბრენდი წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის რითეილერ კომპანიას, რომლის პარტნიორები არიან საერთაშორისოდ აღიარებული Hasbro, Mattel, LEGO, MGA, Spin Master, Jazwares Bruder, Moose, schleich, TY და სხვა.

ბიბლუსი ჯგუფი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი რითეილერია, რომელიც აერთიანების ისეთ პოპულარულ ქსელებს როგორიცაა: წიგნების მაღაზია „ბიბლუსი“, სათამაშოების მაღაზია „პეპელა“ და “XS Toys”, მულტიფუნქციური სავაჭრო სივრცეების ქსელი „მულტი“ და კაფეების ქსელი „პიატო“. ჯამში ჯგუფი 125 სავაჭრო სივრცეს ფლობს.

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია