მედია - რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა მინსკში სამიტზე, საჯარო განცხადებებში უკრაინის ხსენებას თავი აარიდეს

რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა მინსკში გამართულ სამიტზე, საჯარო განცხადებებში უკრაინის ხსენებას თავი აარიდეს. ამის შესახებ მედია წერს.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ბელარუსი რუსეთის უახლოესი მოკავშირეა.

ამასთან, კრემლის ლიდერის თქმით, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობამ წელს შესაძლოა 40 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწიოს, რაც რეკორდულად მაღალი ნიშნული იქნება.

პუტინის თქმითვე, რუსეთი მზადაა გააგრძელოს ბელარუსის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი და დაეხმაროს ოფიციალურ მინსკს ატომური ენერგიის ინდუსტრიის შექმნაში.

მედიის ცნობით, პუტინი ლუკაშენკოს სავაჭრო ბრუნვის გაზრდისა და ბირთვული ენერგიის განვითარების გარდა, კოსმოსში თანამშრომლობასაც დაჰპირდა.

გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა