გარემოს დაცვის სამინისტრო - ველური ბუნების სააგენტოს მდინარის კალმახის საშენში ნაკადულის კალმახის ქვირითის აღებისა და განაყოფიერების პროცესი მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ფაუნის სახეობათა მხარდაჭერისა და ბუნებაში აღდგენის პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სააგენტოს საშენში, ყოველწლიურად, ნახევარი მილიონი მდინარის კალმახის სხვადასხვა აუზის პოპულაციის ლიფსიტის წარმოება ხდება საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის ბუნებაში აღდგენის მიზნით.

ნაკადულის კალმახის საშენში ქვირითობის პერიოდი დეკემბრიდან იანვრის ბოლომდე მიმდინარეობს, რა დროსაც კალმახის ქვირითის აღება და განაყოფიერება ხელოვნურად ხდება. ხოლო შემდეგ, იგი საინკუბაციო მოწყობილობაში თავსდება. აღნიშნულ პროცესში, ველური ბუნების სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი მონაწილეობდა.

მდინარის კალმახის საშენში არსებულ შენობა კალმახის ინკუბატორი და სალიფსიტე აუზებია განთავსებული. აღნიშნული საინკუბატორო ნაგებობა სააგენტოს საშუალებას აძლევს გამოჩეკილი ლიფსიტების რაოდენობა 500 000-ზე მეტი იყოს. 2022 წელს, ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ, ბუნებაში აღდგენის მიზნით, „წითელი ნუსხის“ სახეობის მდინარის კალმახით 30-მდე მდინარე და ტბა 500 000-მდე ლიფსიტითა და ლავრით დაათევზიანა; მათ შორის, დაცული ტერიტორიების მდინარეებში 100 000-ზე მეტი ლიფსიტით გაუშვეს. თევზების მეთვალყურეობა ფოტო და ვიდეო ხაფანგებით ხდება.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა