„საქართველოს ბანკი“ ბიზნესს გადახდის სხვადასხვა ინსტრუმენტებს, მათ შორის, მრავალფუნქციურ ტერმინალებს სთავაზობს

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესს გადახდის სხვადასხვა ინსტრუმენტებს, მათ შორის, მრავალფუნქციურ ტერმინალებს სთავაზობს. როგორც ბანკში განმარტავენ, ეს ტერმინალებია: Andoid, სტანდარტული, ინტეგრირებული, ჭკვიანი და მობილური ტერმინალები.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, თითოეული მათგანი ნებისმიერი ტიპის ბარათით გადახდის შესაძლებლობას იძლევა, იქნება ეს Apple Pay, Google pay თუ სხვა აპლიკაციები.

მათივე ცნობით, მობილური ტერმინალი ბიზნესს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს განავითაროს საკუთარი საქმიანობა, რადგან მისი მეშვეობით, პირველად საქართველოში, მცირე და საშუალო მეწარმეებს შეუძლიათ გამოიყენონ მობილური ტელეფონი პოსტერმინალის ფუნქციით და საკუთარ ტელეფონზე მხოლოდ ერთი შეხებით მიიღონ გადახდები.

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ მათი თითოეული ტერმინალი მორგებულია სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტების მოთხოვნილებებსა და საჭიროებებზე, რაც ხელს უწყობს ბიზნესის ყოველდღიური საქმიანობის გამარტივებას, ზრდასა და განვითარებას. სწორედ ამიტომ, სავაჭრო და მომსახურების ობიექტების სურვილის შემთხვევაში, ტერმინალებზე შესაძლებელია ისეთი დამატებითი ფუნქციების გაწერა, როგორებიცაა: სამადლობელის გადახდა, პრეავტორიზაცია, თანხის დაბრუნება, PLUS და MR ქულებით, განვადებით გადახდა და ა.შ.

„საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, მიზნად ისახავს, ბიზნესპროცესები კიდევ უფრო კომფორტული და სწრაფი გახადოს.

„საქართველოს ბანკი“ მუდმივად ცდილობს, ხელი შეუწყოს ბიზნესებს, ფეხი აუწყონ დროს, ყოველდღიურ საქმიანობაში მოახდინონ თანამედროვე ტექნოლოგიების იმპლემენტაცია, რათა უფრო მეტად განვითარდნენ და გაიზარდონ. თუმცა, ჩვენი ინიციატივა ეხმარება არა მხოლოდ ბიზნესებს, არამედ თავად მომხმარებელს, გააუმჯობესონ სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტში მიღებული გამოცდილება“, - აღნიშნა „საქართველოს ბანკის“ გადახდების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბეჟიაშვილმა.

დამატებითი ინფორმაცია პროდუქტის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://go.bog.ge/terminals

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა