საახალწლო ღონისძიების გამო, მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის გადაადგილება ცალმხრივად შეიზღუდება

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიების გამო, 21 დეკემბრის 15:00 საათიდან მეტეხის ხიდზე სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილება ცალმხრივად შეიზღუდება.

მათივე ინფორმაციით, შეზღუდვა გორგასლის მოედნიდან მეტეხის ხიდისა და მეტეხის აღმართის მიმართულებით, ასევე, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით იმოქმედებს.

„მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გორგასლის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას გორგასლის მოედნისა და კოტე აფხაზის ქუჩის, ასევე, თუმანიანის ქუჩიდან გორგასლის ქუჩის მიმართულებით შეძლებენ. მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან კი, ავტომობილები გადაადგილებას როგორც მეტეხის ხიდისა და გორგასლის მოედნის, ასევე, ღვინის აღმართის საშუალებით შეძლებენ.

ღონისძიებების მიმდინარეობისას, ავტობუსები: N301, N331, N344, N345, N350, N371 და მიკროავტობუსები: N538, N547, N550, N580 გორგასლის ქუჩიდან მეტეხის ხიდის ნაცვლად, მოძრაობას კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით შეძლებენ, ხოლო თავისუფლების მოედნიდან მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ. ავტობუსი N333 ხეთაგუროვის ქუჩიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, ევროპის მოედნის ნაცვლად, ბარათაშვილის ხიდიდან ბარათაშვილის ქუჩაზე გადავა, პუშკინის ქუჩის დასაწყისში დატრიალდება, რის შემდეგაც, ავლაბრის მოედნის მიმართულებით, დადგენილი სქემით იმოძრავებს.

რაც შეეხება N538, N547, N550 და N580-ს, მიკროავტობუსები გორგასლის ქუჩიდან მეტეხის ხიდის ნაცვლად, მოძრაობას კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით განაგრძობენ, რის შემდეგაც, თავისუფლების მოედნიდან N547 და N580 დადგენილი სქემით იმოძრავებენ. N538 და N550 მარშრუტები კი, ბარათაშვილის ხიდზე გადავლენ და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით, დადგენილი სქემით გადაადგილდებიან,“ - აღნიშნულია მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის