ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს დემენცია და პოსტტრავმული, სტრესული აშლილობა, შესაბამისად, სიმულაციის ან გაყალბების საფუძველი არ არსებობს

ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი ერიკ დევიდ გოლდსმიტი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება დემენცია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.

ამერიკელი ექსპერტის თქმით, ანგარიშების გათვალისწინებით, სიმულაციის საფუძველი არ არსებობს.

„აგვისტოში ძალიან დიდხანს ვესაუბრებოდი ხოლმე დილით და საღამოთი. ვესაუბრე დედამისსა და ბიძამისს, წავიკითხე სხვა სამედიცინო ექსპერტების ანგარიშები და ყველა მათგანმა ერთი და იგივე რამ აღმოაჩინა - დემენცია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. სიმულაციის ან გაყალბების არანაირი საფუძველი”, - დასძინა მან.

ექსპერტმა ასევე უპასუხა კითხვას საქართველოში მკურნალობის შესაძლებლობებზე. მისი თქმით, არ შეიძლება სააკაშვილი ციხეში იჯდეს.

“ძალიან ნათელია, რომ პოსტტრავმული სტრესული აშლილობის შემთხვევაში იგი ციხეში ამ დაავადების გამომწვევი ტრავმების უშუალო ზემოქმედების ქვეშ ყოველდღე ექცევა, ამიტომ ამ საკითხის მოსაგვარებლად იგი არ შეიძლება ციხის კამერაში იჯდეს.

რაც შეეხება დემენციას, რომელიც ამ ტოქსიკური ნივთიერებების გავლენას უკავშირდება, ამის მკურნალობა მოითხოვს სათანადო ადგილს, საუნივერსიტეტო გარემოცვას, რომელიც მხოლოდ აშშ-ში ან დასავლეთ ევროპაში არსებობს და რომელსაც აქვს შესაბამისი ექსპერტული ცოდნა ჩაატაროს ასეთი იშვიათი ფორმის დემენციის სრული შეფასება და მკურნალობა”, - განაცხადა გოლდსმიტმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის