ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თემურ ჯანაშიამ შიმშილობა შეწყვიტა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თემურ ჯანაშიამ შიმშილობა შეწყვიტა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ განუცხადეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ჯანაშიას ექიმებმა შიმშილობის შეწყვეტის რეკომენდაცია მისცეს და ის რეაბილიტაციას სახლში, სპეციალური კვების რეჟიმით გაივლის.

რაც შეეხება კიდევ ერთ მოშიმშილე დეპუტატს, ანა წითლიძეს, პარტიაში აცხადებენ, რომ ექიმების რჩევის მიუხედავად ის შიმშილობას განაგრძობს. ამასთან, როგორც პარლამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, ანა წითლიძე მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.

დავით კირკიტაძე კი, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა დღეს დილით შეწყვიტა, „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, კლინიკაში კიდევ რამდენიმე დღით დარჩება.

ცნობისათვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. პარლამენტში მოშიმშილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი დეპუტატი თემურ ჯანაშია 16 დეკემბრიდან შეუერთდა.

აბდულა ისმაილოვმა შიმშილობა 18 დეკემბერს შეწყვიტა, დავით კირკიტაძემ კი დღეს, მას შემდეგ რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კლინიკაში გადაიყვანეს.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა