სამცხე-ჯავახეთში კათოლიკეებმა ქრისტეშობა აღნიშნეს

24 დეკემბერს, ქრისტეშობა სამცხე-ჯავახეთის კათოლიკურმა მრევლმა იზეიმა. ახალციხის რაბათის კათოლიკურ, სავარდის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში საზეიმო ლოცვას მღვდელი, მარეკ ფშეჩევსკი უძღვებოდა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის სახელით, ტაძარში შეკრებილ მრევლს შობის დღესასწაული მიულოცა და წარმატებები უსურვა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა სამცხე-ჯავახეთში, ელვარდ ზაზაძემ.

შემდგომ სააგენტოს კოორდინატორი დაესწრო ქალაქ ვალეს ღვთისმშობლის შობის სახელობის კათოლიკურ ტაძარში გამართულ საშობაო მსახურებას და ქრისტეშობა მიულოცა მრევლს. მსახურებას ამავე ტაძრის მოძღვარი, მიხეილ სურმავა უძღვებოდა.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა