მიტროპოლიტი ნიკოლოზი - თუ მოსახლეობა, რიგითი ადამიანები, მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ შეიწყალონ მიხეილ სააკაშვილი, მმართველ გუნდს ამოცანას გავუადვილებთ

თუ ჩვენი მოსახლეობა, რიგითი ადამიანები, სათითაოდ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ შეიწყალონ მიხეილ სააკაშვილი, მმართველ გუნდს ამოცანას გავუადვილებთ, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, დღეს აბსოლუტურად რეალურია ეს მოხდეს, რადგან, როგორც თავად აცხადებს, „მიხეილ სააკაშვილს ჩვენი მხრიდან შეწყალება სჭირდება“.

მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილმა შესაბამისი მკურნალობა მიიღოს და თუ ეს საქართველოში ვერ ხერხდება, მაშინ ის საზღვარგარეთ სამკურნალოდ უნდა გადაიყვანონ.

"ის არ არის სიკვდილმისჯილი და მას აქვს უფლება იმკურნალოს, თუ ეს აქ ამ ქვეყანაში არ ხერხდება, ეს აუცილებლად უნდა მოხდეს უცხოეთში. ერთია ციხეში ჯდომა და მეორეა, რომ ეს ადამიანი ციხეში არ უნდა მოკვდეს, ამიტომ ყველას, ყველა ადამიანს, აბსოლუტურად ყველას მოწყალებისკენ მოვუწოდებ.

თუ ჩვენი მოსახლეობა, რიგითი ადამიანები, სათითაოდ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, რომ შეიწყალონ ადამიანი, რაც დღეს აბსოლუტურად რეალურია, რადგან მას ჩვენი მხრიდან შეწყალება სჭირდება, მმართველ გუნდს ამოცანას გავუადვილებთ", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის