ბელარუსში რუსეთის მიერ მიწოდებული იარაღი განალაგეს

ბელარუსში რუსეთის მიერ მიწოდებული „ისკანდერის“ ტაქტიკური სარაკეტო სისტემები და С-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები განლაგებულია და მზად არიან დასახული ამოცანების შესასრულებლად, - ამის შესახებ ბელარუსის თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ, ლეონიდ კასინსკიმ განაცხადა.

„ჩვენმა სამხედროებმა, ეკიპაჟებმა დაასრულეს წვრთნა რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ერთობლივ საბრძოლო მომზადების ცენტრებში. ამ ტიპის იარაღები [ისკანდერი და С-400 სისტემები] საბრძოლო მოვალეობას ასრულებენ და ისინი მზად არიან, შეასრულონ ამოცანები დანიშნულებისამებრ“, - აცხადებს ლეონიდ კასინსკი.

ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, რამდენი „ისკანდერის“ სისტემა განთავსდა ბელარუსში.

„ისკანდერი-მ“ არის მართვადი სარაკეტო სისტემა, მისი მოქმედების დიაპაზონი 500 კმ-მდეა და შეუძლია ჩვეულებრივი ან ბირთვული ქობინების ტარება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის