პრემიერი - ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანა ევროკავშირის წევრობაზე და მიღებული ევროპული პერსპექტივა - ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ დამსახურებაა

ჩვენ ველოდებოდით, რომ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს, თუმცა გვესმის, რომ ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება და ეს არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ის პროგრესი, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში იქნა მიღწეული, მხოლოდ "ქართული ოცნების" დამსახურებაა.

„საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, რომელიც აქამდე წარმოუდგენელი იყო. ამ ომმა დააჩქარა პროცესები და ჩვენ ეს კარგად გვესმის. კიდევ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ ველოდებოდით, რომ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს, თუმცა გვესმის, რომ ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება და ეს არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ამ ეტაპზე არ მიეცა სტატუსი. ჩვენ გვჯერა, რომ ამ სტატუსს ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე მიიღებს. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის გარემოება და ის წარმატებული რეფორმები, რომლებიც ჩვენ გავატარეთ, 12 პუნქტი, რომელიც იქნა განსაზღვრული ევროკავშირის მიერ, ზედმიწევნით იქნა შესრულებული ჩვენი პარლამენტის, მთავრობის და ჩვენი, ყველას ჩართულობით და ახლა ველოდებით ჩვენი ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილებას. აქვე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ყველა სიკეთე და ყველა ის პროგრესი, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში იქნა მიღწეული, ეს არის მხოლოდ ჩვენი გუნდის დამსახურება. ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანა ევროკავშირის წევრობაზე და მიღებული ევროპული პერსპექტივა - ეს ყველაფერი "ქართული ოცნების" დამსახურებაა", - განაცხადა პრემიერმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის