Hotsale.ge-მ ფინანსისტთა და ბუღალტერთა III დაჯილდოების გამარჯვებულები დაასაჩუქრა

Hotsale.ge-მ ყველაზე მასშტაბური ფინანსური დაჯილდოების გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა. ფინანსისტთა და ბუღალტერთა რიგით III დაჯილდოება 22 დეკემბერს Grand Hall-ში გაიმართა და მისი მიზანი იყო პროფესიის პრესტიჟისა და ფინანსური სექტორის მიღწევების შესახებ ინფორმაციის ფართო აუდიტორიისთვის მიწოდება, აღრიცხვის დარგში მომუშავე სპეციალისტების ერთგვარი წახალისება და მათი წვლილის წარმოჩენა ეკონომიკის განვითარებაში.

გამარჯვებულებს ჯილდო ფინანსური, საგადასახადო და ბუღალტრული აღრიცხვის სისტემაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცათ.

ნომინაციებში წარდგენილები იყვნენ გამორჩეულად წარმატებული ორგანიზაციები, ფინანსისტები და ბუღალტრები. აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით გამარჯვებულები გამოვლინდნენ 10 სხვადასხვა ნომინაციაში.

დაჯილდოების პირველ ნაწილში დაგეგმილი იყო Welcome drink, გამოფენა, სტუმრების შეხვედრა, სადღესასწაულო ვახშამი და სხვა საზეიმო ღონისძიებები. მეორე ნაწილში კი სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ ბევრ სახალისო კონკურსში, სადაც Hotsale.ge-ს საჩუქრები გათამაშდა. უფრო კონკრეტულად, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოეგოთ საგზურები სეზონის ყველაზე მოთხოვნად სასტუმროებში: ჯინო ველნეს რაბათი • GINO WELNESS RABATH; სასტუმრო განთიადი, მოუნთ ინნ ყაზბეგი • MOUNT INN KAZBEGI და სასტუმრო გრინვუდი • GREENWOOD. აღსანიშნავია, რომ სტუმრებს ასევე გადაეცათ საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ინსტიტუტის 1000-, 500-, 300- და 200-ლარიანი სასწავლო ვაუჩერები და ყველაზე მოთხოვნად სასწავლო საგანმანათლებლო პროგრამებზე უფასოდ დასწრების შესაძლებლობა.

Hotsale.ge კვლავაც გააგრძელებს ფინანსისტებისა და ბუღალტრებისთვის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზატორებთან და ხელს შეუწყობს აღნიშნული პროფესიების პოპულარიზაციას.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს