საგამოძიებო სამსახურის უფროსმა უწყების თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - სოსო რამიშვილმა, მოადგილეებთან ერთად, წლის შედეგები შეაჯამა, თანამშრომლებს 2022 წელს სამსახურებრივი მოვალეობების წარმატებით შესრულებისთვის მადლობის სიგელები გადასცა და ვადამდელი სპეციალური წოდებები მიანიჭა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე სოსო რამიშვილმა აღნიშნა, რომ საგამოძიებო სამსახურის თითოეული თანამშრომლის მაღალკვალიფიციური, ერთგული და კეთილსინდისიერი შრომა მნიშვნელოვანია დანაშაულის გამოვლენისა და გამოძიების კუთხით.

„უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მომავალ წელს საგამოძიებო სამსახური კვლავ ეფექტიანად გააგრძელებს დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.

შეხვედრის დასასრულს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა, გაწეული მაღალპროფესიული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ 2023 წელს კიდევ უფრო მეტი წარმატება უსურვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის