გორში  მიუსაფარი ძაღლებისთვის სახლები დაიდგა

გორში, მიუსაფარი ძაღლებისთვის სახლები დაიდგა და ცხოველები ზამთრის სუსხიან დღეებს თბილ ბუნაგში გაატარებენ,- ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბუნაგები ამ ეტაპზე ქალაქის 17 ლოკაციაზე განთავსდა.

„მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარებაზე გორის მერიაში და ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოსთან ერთად, აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან გრძელვადიან სტრატეგიაზე, რათა ჰუმანური გზებით მოხდეს მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის შემცირება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიქტორ ყიფიანი - საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, დროს ჩვენს საწინააღმდეგოდ ისე არასდროს უმუშავია, როგორც დღეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრში კარდიოლოგიური სასწრაფო დახმარების სერვისი „ვიან კარდიო“ ამუშავდა
ქართული კომპანია „ელვარე“ თბილისში ინოვაციურ და მულტიბრენდულ შოურუმს ხსნის