გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - პრაქტიკულად ვერ გადაადგილდება, სულ წევს - გაოგნებული იყო იმით, რაც დღეს ხდება, ძალიან მადლობელია

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი იმ ადამიანების მადლობელია, რომლებიც მის მხარდამჭერ აქციას შეურთდნენ.

როგორც მან კლინიკა „ვივა მედში“ ჟურნალისტებთან განაცხადა, ყოფილი პრეზიდენტი თავს „სუსტად გრძნობს“ და „პრაქტიკულად ვერ გადაადგილდება“.

„სულ წევს, როცა თავს წამოწევს, ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამს, თუ არ დაეყრდნო. ძირითადი თემა იყო დღევანდელი დღე. სრულიად გაოგნებული იყო იმით, რაც ხდება დღეს, მარტო ჩვენთან კი არა, რაც ხდება მსოფლიოში, ავსტრალიიდან დაწყებული.

ძალიან მადლობელია, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში გმირობას უდრის იმ ადამიანებისთვის, რადგან ისინი მუშაობენ, ზოგიერთი წასულია ლუკმა-პურის საშოვნელად და მაინც რაღაცნაირად ახერხებენ. ყველა ემიგრანტი მუშაობს და ეს მათთვის განსაკუთრებით ძნელია. თანაც ეს ორგანიზებული არ იყო“,- განაცხადა გიული ალასანიამ.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა