დიმიტრი მედვედევი - კიევმა უარყო ქრისტიანული მოწყალების ხელი, რომელიც შობის დღესასწაულზე გავუწოდეთ - უკრაინელი ჯამბაზების უარის გაგებით ჩვენმა ჯარისკაცებმა მშვიდად ამოისუნთქეს, რადგან ახლა ნაკლები პრობლემები და მზაკვრობა იქნება

კიევმა უარყო ქრისტიანული მოწყალების ხელი, რომელიც მოსკოვმა მას „შობის“ დღესასწაულზე გაუწოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო ნაკლები პრობლემები და მზაკვრობა იქნება, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რითაც ის რუსეთის მიერ ე.წ. „საშობაო ზავის“ შეთავაზებაზე უკრაინის რეაგირებას გამოეხმაურა.

"უკრაინელებს ქრისტიანული გულმოწყალეობის ხელი გაუწოდეს დიდ დღესასწაულზე. მათმა ლიდერებმა კი ის უარყვეს... ღორებს არ აქვთ რწმენა და თანდაყოლილი მადლიერების გრძნობა. მათ ესმით მხოლოდ უხეში ძალა და პატრონებისგან სათქვლეფს მოითხოვენ. წვრთნა ეფუძნება ამას და ამას განაგრძობენ დასავლელი მეღორეები", - წერს მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე.

მისი მტკიცებით, ე.წ. „სპეცოპერაციაში“ მონაწილე რუსი სამხედროების უმეტესობამ „მშვიდად ამოისუნთქა, როდესაც გაიგო მთავარი უკრაინელი ჯამბაზების უარი შობის დღეს ცეცხლის შეწყვეტაზე“, რადგან ამ შემთხვევაში „ნაკლები პრობლემები და მზაკვრობა“ იქნება.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. კერძოდ, პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს დაავალა, 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მთელ ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შემოიღოს. უკრაინის ხელისუფლებაში რუსეთის ეს ნაბიჯი თვალთმაქცობად შეაფასეს და განაცხადეს, რომ „დროებითი დაზავება” მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, როცა რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ ტერიტორიებს დატოვებს.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში