გია ცაგარეიშვილი უკრაინაში მებრძოლი ნოდარ ყარალაშვილის მიმართვაზე - ჩვენგან მუდმივად ისმის მოწოდებები მშვიდობისაკენ, იქიდან მუდმივად ისმის მოწოდებები დარბევისკენ, დამხობისკენ, ტანკებით გადავლისა და სიკვდილისკენ

ჩვენგან მუდმივად ისმის მშვიდობის ნოტები, მოწოდებები მშვიდობისაკენ, იქიდან მუდმივად ისმის მოწოდებები დარბევისკენ, დამხობისკენ, ტანკებით გადავლისა და სიკვდილისკენ - ხალხმა მარტივად უნდა შეადაროს ეს ორი რამ და შორს მიმავალი დასკვნები გააკეთოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა უკრაინაში მებრძოლი ნოდარ ყარალაშვილის ვიდეო მიმართვის კომენტირებისას განაცხადა, სადაც ის საქართველოში ტანკებით შემოსვლაზე საუბრობს.

ცაგარეიშვილმა ყარალაშვილის რიტორიკა გასული საუკუნის 90-იანი წლების მოვლენებთან დააკავშირა და როგორც აღნიშნა, მას ეს ყველაფერი არც თუ ისე შორეულ წარსულს ახსენებს როცა მთელს საქართველოში, მათ შორის პარლამენტის შენობის გარშემო სამოქალაქო დაპირისპირება გაღვივდა, საშინელი ფორმები შეიძინა და ქართველი ქართველს გამალებით უშენდა ტყვიას.

„ჩვენ გასული საუკუნის 90-იანმა წლებმა დაღი დაგვაჩნია - იმ საშინელმა სამოქალაქო დაპირისპირებამ, ქართველის მიერ ქართველის სასიკვდილოდ გამეტებამ, პირველი პრეზიდენტის დევნამ, მის გაურკვეველ ვითარებაში სიკვდილმა - ეს ყველაფერი არავის დავიწყებია. ყოველთვის, როდესაც ასეთი მოწოდებები მესმის, დანგრეული რუსთაველის გამზირის საშინელი სურათი ამომიტივტივდება. ამ მოვლენების შემდეგ ეს ქვეყანა წელში ვერ გასწორდა. ძალიან ბევრი პრობლემა სწორედ ამ წლებიდან მოდის. ასეთი ყიამყრალი განცხადებები, მუქარები: - ტანკებით შემოვალთ, მიწასთან გაგასწორებთ, დაგამხობთ - რა თქმა უნდა, იმ ავადსახსენებელ წლებს ახსენებს. მე არ მინდა ეს ჩემს ქვეყანაში როდესმე განმეორდეს. ეს არის მტრული განცხადებები - მიმართული სამოქალაქო დაპირისპირებისა და ქართველების ურთიერთწაკიდებისკენ“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა