მეუფე იაკობი - ევროპარლამენტში ჩაბუდებული ჩემთვის კარგად ნაცნობი რამდენიმე დეპუტატი რას უკეთებს საქართველოს? რუსმა თუ 20%-ის ოკუპაცია გამიკეთა, ისინი საქართველოს მომავალს უკეთებენ ოკუპაციას

ევროპარლამენტში ჩაბუდებული ჩემთვის კარგად ნაცნობი რამდენიმე დეპუტატი რას უკეთებს საქართველოს? რუსმა თუ 20%-ის ოკუპაცია გამიკეთა, მაგენი {ისინი} საქართველოს მომავალს უკეთებენ ოკუპაციას, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, მას ეეჭვება, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ მსოფლიო უკეთესი გახდება.

„ჩვენ არ ვიძახით დიდება კონკრეტულ პიროვნებას, დიდება იმას, დიდება ამას, ჩვენ ვიძახით "დიდება ღმერთს".

დამთავრდება უკრაინაში ეს უსამართლო ომი, მსოფლიო ომი... დამთავრდება და მსოფლიო უკეთესი გახდება?! მე მეეჭვება... რატომ მეეჭვება? ევროპარლამენტში ჩაბუდებული ჩემთვის კარგად ნაცნობი რამდენიმე დეპუტატი რას უკეთებს საქართველოს? რუსმა თუ 20%-ის ოკუპაცია გამიკეთა, მაგენი{ისინი} საქართველოს მომავალს უკეთებენ ოკუპაციას. არ უნდათ რომ მსოფლიო თანამეგობრობაში ვიყოთ. ვისზე ნაკლები ვართ?! თუნდაც უკრაინელებზე? ბალტიისპირელებზე? ვისზე ნაკლები ვართ თუნდაც ისტორიით და კაცობით. ზედმეტად რას ერევიან ჩემი ქვეყნის საქმეში?! კარგად იცოდნენ, ისინი ქართველ ხალხს აბრაზებენ", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის