ბილ ბროუდერი - აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ - ჩემი აზრით, ამ ყველაფრის მიღმა ვლადიმერ პუტინი დგას, ცდილობს შური იძიოს, ასევე ეს არის მესიჯი ზელენსკისთვის: „აი, რა დაგემართება მომავალში“

ვფიქრობ, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში მოკვდება, რამდენიმე პირის წინააღმდეგ სანქციები გარდაუვალი იქნება. ეს ქართველ პოლიტიკოსებს დიდ თავის ტკივილს გაუჩენს , - ამის შესახებ Heritage Foundation-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ე.წ. „მაგნიტსკის სიის“ ერთ-ერთმა ავტორმა, ბილ ბროუდერმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

როგორც ბროუდერმა აღნიშნა, რაც უფრო მეტი ინფორმაციაა იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ, უფრო სავარაუდოა, რომ შეიქმნას დროებითი ე.წ. „სააკაშვილის სია“, სადაც შევლენ ადამიანები, რომლებიც ამ ქმედებაში იღებენ მონაწილეობას.

„იმედი მაქვს, რომ ადამიანები, რომლებიც ახლა გადაწყვეტილებებს იღებენ, შეწყვეტენ ასეთ ქმედებას, რადგან თუ სააკაშვილი მოკვდება, მათ მძიმე ცხოვრება ელოდებათ. აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ. ეს ფოტოებიდანაც ჩანს, არაა საჭირო იყო სამედიცინო ექსპერტი, რომ ეს დაინახო. უფრო საინტერესო ის არის, თუ ვინ არის პასუხისმგებელი, რადგან პროკურორები აფერხებენ მის თხოვნას, მიიღოს სამედიცინო მკურნალობა, ციხის ექიმებიც, ალბათ, ჩართული არიან არასათანადო აქტივობაში და მთავრობის წარმომადგენლები, რომლებიც გასცემენ ბრძანებებს. რაც მეტია ასეთი ინფორმაცია, მით უფრო სავარაუდოა, რომ შევქმნათ დროებით, როგორც ჩვენ ვეძახით, „სააკაშვილის სია“, სადაც შევიყვანთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამას აკეთებენ. ეს დაუჯერებლად ბოროტული ქმედებაა. ეს ჰუმანიტარული საკითხია და ყოველდღიურად ჩვენ ვისმენთ საქართველოს მთავრობისგან, რომ ჯიუტად არ ათავისუფლებენ და არ აგზავნიან მას სამკურნალოდ ევროპაში. ამგვარად, საქართველო ანადგურებს მის რეპუტაციას საერთაშორისო დონეზე.

მიხეილ სააკაშვილი წინ აღუდგა პუტინს 2008 წელს, როდესაც ის შემოიჭრა საქართველოში. მან პერსონალური ვენდეტა განახორციელა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. არსებობენ ადამიანები საქართველოს მთავრობაში, რომელთაც პუტინი მოსწონთ. ახლა კი აშკარაა, რომ ვითარება ნორმალური გზით არ მიდის. ჩემი აზრით, ამ ყველაფრის მიღმა ვლადიმერ პუტინი დგას. ის ცდილობს შური იძიოს მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც მას უპატივცემულოდ მოექცა. ასევე ეს არის მესიჯი ვლადიმერ ზელენსკისთვის: „აი, რა დაგემართება შენც მომავალში“. ამიტომ, ეს არ უნდა დავუშვათ.

საქართველოს შიდა პოლიტიკაში ექსპერტი არ ვარ, ამიტომ სპეკულირებას ვერ მოვახდენ იმაზე, თუ ვინ დგას ამის უკან. რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ მთავრობამ ის საზღვარგარეთ სამკურნალოდ უნდა გაუშვას სათანადო მკურნალობის მისაღებად. თუ ამ გზას არ აირჩევენ, მაშინ თავადვე მოაწერენ ხელს ძალაუფლების დაკარგვას. დასავლეთთან მიმართებით მათ პრობლემები ათეულობით წლის განმავლობაში ექნებათ, მათ შორის სანქციების თვალსაზრისით“, - განაცხადა ბილ ბროუდერმა, რომლის ინტერვიუს თარგმანიც "ტვ. პირველს" ეკუთვნის.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის