სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა ხელფასის მატებისა და ღირსეული სამუშაო პირობების მოთხოვნით აქცია გამართეს

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა - ექიმებმა და მძღოლებმა, პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან ერთად აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ხელფასის მატება და ღირსეული სამუშაო პირობები მოითხოვეს.

მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტის, ირაკლი ამირანაშვილის თქმით, ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია და მოთხოვნების არშესრულების შემთხვევაში, აქციების გაგრძელებას აანონსებენ.

„დიდი ხანია უკვე სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში დასაქმებულები აფიქსირებენ მათ სამუშაო ადგილზე არსებულ პრობლემებს. მათი პირველი მოთხოვნა ხელფასების ზრდა იყო. სამწუხაროდ, ეს ვერ მიიღეს, პირიქით, დამსაქმებელმა დისკრიმინაციის მიზნით, რადგანაც პროფკავშირები ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც მათ გვერდში უდგას და დასაქმებულების უფლებებს იცავს, დისკრიმინაციის პრინციპით, დევნა დაიწყო.

დევნაში იგულისხმება: თხოვნის სახით, მუქარის სახით, დაპირებების სახით დადიოდნენ ფილიალებში და ცდილობდნენ მოლაპარაკებებიდან პროფკავშირები გაეყვანათ. 10 წელია ისინი მე-13 ხელფასს იღებენ 100%-ით, შარშან კი სასწრაფოში დასაქმებულები დასაჯეს და 70% ჩაურიცხეს. დასაქმებულებს არ აქვთ დაზღვევა, „კოვიდი“ მძვინვარებს და სასწრაფო სამსახურის მანქანების დეზინფექცია აღარ ხდება, პაციენტების და მედ-პერსონალის დაინფიცირება რისკის ქვეშაა. აქედან გამომდინარე, დღეს სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში დასაქმებულებმა დააფიქსირეს არსებული პრობლემები”, - განაცხადა ამირანაშვილმა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ნინო ჯოგიაშვილის განმარტებით, მას და მის თანამშრომლებს დეკემბრის ბოლოს ჯანმრთელობის დაზღვევა გაუუქმდა და მათთან ახალ კონტრაქტორს დღემდე ხელშეკრულება არ გაუფორმებია.

„დაზღვევები აღარ გვაქვს, მორიგეობებიც შეგვიმცირდა ხალხის დამატების ხარჯზე, ხელფასი რაც გვქონდა ისიც აღარ გვაქვს. ჩვენს საქმეში მედიატორი ორჯერ იყო ჩართული, მაგრამ უშედეგოდ დასრულდა. არაფერზე არ არიან წამსვლელები, პრემიერმა 10%, რაც დააანონსა მხოლოდ იმას მოგვიმატებენ და ეს 10%-ი ზღვაში წვეთია. დეკემბრის ბოლოს დაზღვევები გაუქმდა და კონტრაქტორი ჯერ არ შემოსულა. შემთხვევა იყო, როცა ექიმს „კოვიდი“ დაუდასტურდა და ბიულეტენიც ვერ გახსნა იმიტომ, რომ ჩვენ კერძო დაზღვევაზე ვიყავით და სახელმწიფო აღარ მოემსახურა. სანამ ახალი კონტრაქტორი შემოვა, ფაქტობრივად, ღმერთის იმედად ვართ, რაიმე არ დაგვემართოს”, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნინო ჯოგიაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის