საქართველოში ქიმიური წარმოების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Indorama Corporation შემოვიდა

საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, საქართველოში ქიმიური წარმოების ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო კომპანია Indorama Corporation შემოვიდა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ აქტიური ჩართულობით სინგაპურულმა კომპანიამ, რომელსაც მსოფლიოს 38 ქვეყანაში 160-ზე მეტ საწარმო აქვს და 45,000 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს, რუსთავის აზოტოვანი სასუქების საწარმო შეიძინა.

„სინგაპურული კომპანია წლების მანძილზე სწავლობდა საქართველოს საინვესტიციო კლიმატსა და შესაძლებლობებს, რაშიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების გუნდი აქტიურად იყო ჩართული.

„აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მიხეილ ხიდურელის განცხადებით, აღნიშნული ინვესტიცია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იქნება საქართველოში. მისი თქმით, კორპორაცია მომდევნო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის ინვესტირებას გეგმავს საწარმოს მოდერნიზების, განვითარებისა და წარმოების გაფართოების მიმართულებით“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა