მამუკა მდინარაძე - ბუბა კიკაბიძე იყო გამორჩეული ნიჭის მსახიობი და მომღერალი, რომელიც ბევრ თაობას ძალიან  პოზიტიურად ახსოვს თავისი შემოქმედებით - ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე მწუხარებას გამოთქვამს ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო.

როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, „ის იყო გამორჩეული ნიჭის მსახიობი და მომღერალი, რომელიც ბევრ თაობას ძალიან პოზიტიურად ახსოვს თავისი შემოქმედებით“.

„ვუსამძიმრებ ბუბა კიკაბიძის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს”,- წერს მდინარაძე Facebook-ზე.

ბუბა კიკაბძე 84 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026