ბურკინა-ფასოში ჯიჰადისტებმა 50-ზე მეტი ქალი გაიტაცეს

ბურკინა-ფასოში 50-ზე მეტი ქალი გაიტაცეს, გამტაცებლები, სავარაუდოდ, ჯიჰადისტები არიან, - ინფორმაციას მედია საშუალებები ადგილობრივ ოფიციალურ პირებსა და მოსახლეობაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, ხილის საკრეფად წასული 40-მდე ქალი ქალაქ არბინდადან სამხრეთ-აღმოსავლეთით 12 კილომეტრში გაიტაცეს, 20-მდე ქალი კი მომდევნო დღეს - ქალაქის ჩრდილოეთით.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე გატაცებულმა გაქცევა და თავიანთ სოფლებში დაბრუნება მოახერხა.

ბურკინა-ფასო, დასავლეთ აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი და არასტაბილური ქვეყანა, 2015 წლიდან ებრძვის ამბოხებას, რომელსაც „ალ-ქაიდასთან“ და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ჯიჰადისტები ხელმძღვანელობენ და რომელსაც, ამ დრომდე, ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოებით 2 მილიონი მოქალაქე კი იძულებული გახდა, საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია