ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - უკრაინა სოლედარში პოზიციებს ინარჩუნებს

დონბასის ფრონტის კრემინასა და ბახმუტის მიმართულებებით შაბათ-კვირას ინტენსიური ბრძოლები გაგრძელდა, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების შეფასებით, 15 იანვრის მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები, თითქმის დანამდვილებით, სოლედარში, ბახმუტის ჩრდილოეთით, „ვაგნერის“ ჯგუფის თავდასხმების ფონზე პოზიციებს ინარჩუნებენ.

„საერთო ჯამში, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებს თანდათანობით წინსვლას ფრონტის ხაზის აღმოსავლეთით, კრემინას კიდეზე,” - აღნიშნულია ანგარიშში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარის აღების შესახებ. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი არ ადასტურებს და აცხადებს, რომ სოლედარისთვის ბრძოლა გრძელდება.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის