იენს სტოლტენბერგი - თუ ხვალ მშვიდობიანი გადაწყვეტა გვსურს, დღეს მეტი იარაღი უნდა მივაწოდოთ უკრაინას

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინას შეიარაღების მნიშვნელოვანი ზრდა სჭირდება რუსეთის შეჭრის ამ გადამწყვეტ მომენტში. ამის შესახებ სტოლტენბერგმა საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე განუცხადა.

მისი თქმით, უკრაინის დასავლელმა პარტნიორებმა მას მეტი იარაღი უნდა მიაწოდონ, რათა მოლაპარაკების შედეგად მშვიდობიანი გამოსავლის მიღწევა შესაძლებელი გახდეს.

„თუ გვსურს ხვალ მოლაპარაკებების გზით მშვიდობიანი გადაწყვეტა, დღეს უფრო მეტი იარაღი უნდა მივაწოდოთ უკრაინას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ უკრაინას ტანკების პარალელურად ესაჭიროება საჰაერო თავდაცვის სისტემები და შეიარაღება თუმცა მას ასევე სჭირდება სათადარიგო ნაწილები და ტექნიკური მომსახურების საშუალება იმისთვის, რათა იარაღმა ფუნქციონირება გააგრძელოს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები