ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი - თუ პუტინი ფსონს დებს იმაზე, რომ ჩვენ დავიღლებით, ის ცდება -  ბატონო პუტინ, ანგარიში უნდა შეცვალოთ, უკრაინიდან უნდა წახვიდეთ

გაერთიანებული სამეფო უკრაინას Brimstone-ის 600 რაკეტას გადასცემს.

ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა ესტონეთში პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Sky News ავრცელებს.

„თუ პრეზიდენტი პუტინი ფსონს დებს იმაზე, რომ ჩვენ დავიღლებით, ის ცდება“,- განაცხადა უოლესმა.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მხარდაჭერა გაგრძელდება როგორც მიმდინარე წელს, ისე მომავალ წელსაც.

მისი თქმით, ბრიტანეთი ამას გრძელვადიან პერსპექტივაში გააკეთებს.

მან ამასთან მოუწოდა რუსეთს დატოვოს უკრაინის ტერიტორია.

„ჩვენ არსად ვქრებით, ბატონო პუტინ. ჩვენ ამ პროცესში ხანგრძლივად ვართ. ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ. თქვენი ანგარიში უნდა შეცვალოთ, ცვლილება უნდა შეიტანოთ, უკრაინიდან უნდა წახვიდეთ“,- განაცხადა უოლესმა.

მისი თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რუსეთს ესმოდეს, რომ ის საბოლო ჯამში გაგდებული იქნება უკრაინიდან, უკრაინის სუვერენიტეტი კი აღდგება.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025