მედია - იაპონიის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ვიზიტს განიხილავს

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა თებერვალში უკრაინაში ვიზიტს და უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების გამართვას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური მედია რამდენიმე სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, იაპონიას, როგორც „დიდი შვიდეულის (G7)“ თავმჯდომარე ქვეყანას, სურს აჩვენოს, რომ აპირებს უკრაინის მხარდაჭერა განაგრძოს.

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, უკრაინაში კიშიდას შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია