გიორგი ვაშაძე - ოროსანი მატყუარაა კობახიძე - აგერ მე და აგერ თქვენ, მალე ნახავთ მას ტაგანროგში გადასახლებულს, რადგან საქართველოში მოღალატეების ადგილი აღარ იქნება

ოროსანი მატყუარაა კობახიძე. ახლა გამოვიდა და ექსპორტის ციფრებით საუბრით ჰგონია, რომ ვიღაცას შეატყუებს ტრანზიტს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძე თავიდან ბოლომდე ტყუილია.

„ტრანზიტზეა აქ საუბარი - სანქცირებული ნივთის ტრანზიტზე. ტრანზიტი რომ სხვა არის და ექსპორტი რომ სხვა არის, ეს ხომ ყველამ ვიცით. ცენტრალურ მაგისტრალზე შეგიძლიათ გახვიდეთ და უზარმაზარი კოლონა რომ დგას დიდი მანქანების, რომლებიც რუსეთში ცდილობენ გადასვლას საქართველოს გავლით, ესეც ხომ ყველამ ვიცით. ამიტომ ტყუილია ეს ყველაფერი და ასე რომ იტყუება, ეს პირიქით მტკიცებულებაა, რომ მართლა სამშობლოს ღალატთან და რუსეთთან კოლაბორაციასთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება პირადად კობახიძეს, აგერ მე და აგერ თქვენ, მალე ნახავთ მას ტაგანროგში გადასახლებულს, რადგან საქართველოში მოღალატეების ადგილი აღარ იქნება.

მთავარი კითხვა უნდა გქონდეთ, რატომ ატყუებს ხალხს კობახიძე, რატომ მოღვაწეობს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ - დაუსვით ეს კითხვა კობახიძეს. კობახიძე ტყუილია თავიდან ბოლომდე", - განაცხადა ვაშაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის