გურჯაანის სოფლების - ახაშენის, ზეგაანისა და მუკუზანის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობა იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების: ახაშენის, ზეგაანისა და მუკუზანის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობას იწყებს.

წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია შპს „კომფორტმშენ XXI“ -ის დირექტორმა, ლაშა კიტიამ.

„პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 17 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

პროექტირების დასრულებისთანავე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპის სამუშაოები ითვალისწინებს სათავე ნაგებობის, სატუმბი სადგურისა და მაგისტრალური მილების მოწყობას, დამატებით მოეწყობა ველისციხის ქსელი. გარდა ამისა რეაბილიტირდება არსებული რეზერვუარი. მეორე ეტაპის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდება სოფლებში არსებული წყალმომარაგების ქსელი.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახაშენის, ზეგაანისა და მუკუზანის მოსახლეობა 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის