ნიკოლოზ სამხარაძე ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა, ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებზე და ამ კავშირების კიდევ უფრო გაძლიერების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

„ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო თანამშრომლობის გააქტიურებაზე, როგორც კომიტეტებს ასევე, მეგობრობის ჯგუფებს შორის.

მხარეებმა, როგორც შავი ზღვის ასევე, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს და ისაუბრეს იმ მსგავსებებზე, რაც ორივე რეგიონს ახასიათებს. ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე საუბრისას, ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებაზე გამახვილდა ყურადღება. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალი წელი, საქართველო-ისრაელის ურთიერთობებში კიდევ უფრო წარმატებული და შედეგიანი იქნება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის