„აზოვი“ აცხადებს, რომ პოლკი ოფიციალურად შეუერთდა უკრაინის სახმელეთო ძალებს და ბახმუტში იბრძვის

“აზოვის” პოლკი ოფიციალურად შეუერთდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და უკვე ბახმუტში იბრძვის. ამის შესახებ პოლკის “იუთუბ” არხი იუწყება.

კერძოდ, აღინიშნება, რომ “აზოვის” პოლკი ბრიგადამდე იზრდება და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს როგორც მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადა უერთდება.

“აზოვი” ფართოვდება და განმათავისუფლებელ ომში სულ უფრო დიდ ძალას იძენს. ამიერიდან ჩვენ მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადა ვართ უკრაინის სახმელეთო ძალების შემადგენლობაში…

ახალი ბრიგადული დროშები უკვე იპყრობენ ფრონტს ყველაზე ცხელი, ბახმუტის მიმათულებით”, - ნათქვამია “აზოვის” მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

განახლებულ ბრიგადაში აღნიშნეს, რომ რაოდენობრივად მუდამ იზრდებიან, იღებენ და წვრთნიან ახალ მაღალმოტივირებულ მებრძოლებს.

“უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში აზოვური ქვედანაყოფის ევოლუცია მომავალშიც გაგრძელდება”, - ნათქვამია განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის