დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი ღიაა კონტაქტებისთვის ოლაფ შოლცთან

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ღიაა კონტაქტებისთვის გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, თუმცა მასთან სატელეფონო საუბარი არ არის დაგეგმილი. ამის შესახებ კრემლის სპიკერმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-ს განუცხადა.

„ამ დროისთვის გრაფიკში შეთანხმებული მოლაპარაკებები (შოლცთან) არ არის. პუტინი იყო და ღიაა კონტაქტებისთვის”,- განაცხადა მან.

ბერლინის გაზეთი Tagesspiegel-ი გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებას ციტირებს, სადაც შოლცი ამბობს, რომ პუტინს ესაუბრება.

„პუტინსაც ისევ ვესაუბრები, რადგან ლაპარაკი აუცილებელია”, - აცხადებს შოლცი და დასძენს, რომ „პუტინს პასუხისმგებლობა ეკისრება უკრაინიდან ჯარები გაიყვანოს, რათა დასრულდეს საშინელი, უაზრო ომი, რომელსაც უკვე ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა”.

როგორც დასავლური მედია წერს, ვლადიმერ პუტინმა და ოლაფ შოლცმა ბოლოს ტელეფონით დეკემბრის დასაწყისში ისაუბრეს.

რუსეთის ლიდერმა იმ დროს განაცხადა, რომ გერმანიისა და დასავლეთის ხაზი უკრაინასთან დაკავშირებით "დესტრუქციული" იყო და მოუწოდა ბერლინს გადახედოს მიდგომას.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა