ვალერი გელბახიანი - სასამართლომ დაუშვა მიკერძოების დაუშვებელი ფაქტი - მე ამას არც დავეთანხმები და ვერც სხდომაში მონაწილეობას მივიღებ

ვფიქრობ, რომ სასამართლომ დაუშვა მიკერძოების დაუშვებელი ფაქტი - მე ამას არც დავეთანხმები და ვერც მივიღებ მონაწილეობას, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა სასამართლო სხდომაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა საქმეს მტკიცებულებად დაურთო.

მისივე თქმით, შესაძლოა, მან მომდევნო სხდომებში მონაწილეობა აღარ მიიღოს.

„მე პირადად, ვფიქრობ, რომ სასამართლომ დაუშვა მიკერძოების დაუშვებელი ფაქტი. თუ დამეთანხმებიან ჩემი კოლეგები, მე შეიძლება ასეთ სასამართლოში აღარ გავაგრძელო. თუ გააგრძელებენ ჩემი კოლეგები, მათი ნებაა. საქართველოს კანონმდებლობის უარყოფა ხდება ამ დარბაზში. მე ამას არც დავეთანხმები და ვერც მივიღებ მონაწილეობას. თუ ერთ ფაქტს მეტყვის ვინმე, მათ შორის მოსამართლე, რომ რომელიმე მტკიცებულება, რომელიმე სასამართლოში, დამატებით წარმოდგენილი, დაუშვა, ორივე ხელი ამიწევია. თქვენ ახალ კოდექსს ნუ იგონებთ, ძალიან გთხოვთ!“- აღნიშნა ვალერი გელბახიანმა.

გელბახიანს სხდომაზევე უპასუხა მოსამართლემ და ადვოკატს კორექტულობისკენ მოუწოდა.

„ახალ კოდექსს არ ვიგონებ და ვფიქრობ, კორექტული უნდა იყოთ სასამართლოს მიმართ. მტკიცებულებების დაშვება და კანონის განმარტება, სწორედაც, რომ ჩემი გადასაწყვეტია და ჩემს უფლებამოსილებაში შედის. რაც შეეხება თქვენს ყოფნას ან არყოფნას, თქვენი გადასაწყვეტია და შეგიძლიათ წაბრძანდეთ, შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა და გავაგრძელოთ განხილვა“, - განაცხადა მოსამართლე გიორგი არევაძემ.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა