პოლონეთი თავდაცვის ბიუჯეტს მშპ-ს 4%-მდე გაზრდის

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა თავდაცვის ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-მდე გაზრდის.

როგორც მედია წერს, გადაწყვეტილება, უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე, ითვალისწინებს იმას, რომ ქვეყანა უფრო მეტს დახარჯავს თავისი ეკონომიკის პროპორციულად, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები.

"უკრაინის ომი გვაიძულებს კიდევ უფრო სწრაფად შევიარაღდეთ, სწორედ ამიტომ, წელს ჩვენ უპრეცედენტო ძალისხმევას გავაკეთებთ - მშპ-ს 4% პოლონეთის არმიისთვის", - განუცხადა მორავიეცკიმ ჟურნალისტებს.

პოლონეთმა 2022 წელს აღნიშნული მიმართულებით, მშპ-ს 2,4% უკვე დახარჯა - მესამე ყველაზე მაღალი პროცენტი ნატოს ალიანსის ქვეყნებს შორის.

2022 წელს საბერძნეთმა დახარჯა მშპ-ს უდიდესი წილი თავდაცვაზე, 3,76%-ით, ვიდრე ნატოს ნებისმიერმა სხვა მოკავშირემ. მას მოჰყვება აშშ 3,47%-ით, ვაშინგტონმა 822 მილიარდი დოლარი დახარჯა თავდაცვაზე აბსოლუტური მაჩვენებლებით - ორჯერ მეტი თანხა თავდაცვაზე, ვიდრე სამხედრო ალიანსის ყველა სხვა სახელმწიფომ ერთად.

ამჟამინდელი მიზნების მიხედვით, ნატოს ალიანსის წევრებს მოუწოდებენ, მიაღწიონ ნიშნულს, რომლის თანახმად, 2024 წლისთვის მშპ-ს მინიმუმ 2% -ის ხარჯვა თავდაცვაზე.

პოლონეთი, ლიეტუვა და ბრიტანეთი ვარაუდობენ, რომ უკრაინაში მოსკოვის შეჭრის გათვალისწინებით სამიზნე უფრო მაღალი უნდა იყოს.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა