მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში ოლეგ სერებრიანი საქართველოს პარლამენტში შეხვედრებს მართავს.
ოლეგ სერებრიანი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს ხვდება. შეხვედრა ნახევარ საათს გაგრძელდება, რის შემდეგაც მოლდოვის ვიცე- პრემიერი პარლამენტის პირველ ვიცე- სპიკერ გია ვოლსკის შეხვდება.
მოლდოვის ვიცე-პრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით სტუმრობს. ოლეგ სერებრიანი საქართველოში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა, რომელსაც გუშინ შეხვდა.