საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტი - საქართველო ნამდვილად ღიაა ბიზნესისთვის და ფოკუსირებულია უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე

საქართველოში ვიზიტისას დავრწმუნდი, რომ ეს ქვეყანა ნამდვილად ღიაა ბიზნესისთვის და ფოკუსირებულია უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, - ამის შესახებ საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტმა პიტერ რაიანმა განაცხადა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კანადელი და ბრიტანელი საინვესტიციო კონსულტანტები, ე.წ. ლოკაციის მენეჯერები საქართველოს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით სტუმრობენ.

მათივე ცნობით, ვიზიტის მიზანია საქართველოს ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორის გაცნობა და ამ მიმართულებით საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესწავლა, რათა შემდგომში ინფორმაცია მიაწოდონ პოტენციურ ინვესტორებს. ლოკაციის მენეჯერებმა შეხვედრები გამართეს სხვადასხვა კომპანიებთან, მათ შორის უძრავი ქონების და ტექნოლოგიურ კომპანიებთან.

„რა თქმა უნდა, კანადაში დაბრუნებისას ჩემს კლიენტებს საქართველოს გავაცნობ როგორც ქვეყანას, რომელიც ნამდვილად ღიაა ბიზნესისთვის და ფოკუსირებულია უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. ამასთან, მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად მარტივია აქ ბიზნესის გადმოტანა და ოპერირება. ერთ-ერთი მიმართულება, რაზეც მე ვმუშაობ, კლიენტთა მომსახურებაა და მინდა აღვნიშნო, რომ ამ მხრივ საქართველოში არსებული ვითარება თვალშისაცემია და პირადად დავრწმუნდი, რომ აქ საკმაოდ მაღალი მომსახურების დონეა. ეს კეთილმოსურნეობა ნამდვილად მნიშვნელოვანია იმ ინვესტორებისთვის, ვინც საკუთარი ბიზნესის გადმოტანას მოინდომებს ამ ქვეყანაში. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ასევე დავრწმუნდით, რომ საქართველო არის დინამიკურად განვითარებადი, მომხმარებელსა და საერთაშორისო სიახლეებზე ორიენტირებული ქვეყანა. აქ სწორედ ის გარემოა, რომელიც უცხოელ ინვესტორებს ქვეყანაში შემოსვლას და ინვესტირებას მოანდომებს“, - აღნიშნა პიტერ რაიანმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის