კახა კალაძე - ვერავინ მოიტანს კონკრეტულ ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო რუსეთთან თანამშრომლობს, ან ფარულად რაიმეს აწარმოებს, არ არსებობს

ვერავინ, ვერც ერთი ადამიანი ვერ მოიტანს კონკრეტულ ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო რუსეთთან თანამშრომლობს, ან ფარულად რაიმეს აწარმოებს. არ არსებობს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ავსტრიის ფედერალური კანცლერის, კარლ ნეჰამერის გუშინდელი განცხადებები შეაფასა.

მისივე თქმით, გზავნილები, რომელიც ავსტრიის ფედერალური კანცლერის მხრიდან მოვისმინეთ, რეალობაა.

„გზავნილები, რომელიც ჩვენ მოვისმენთ, რა თქმა უნდა, რეალობაა. ძალიან მარტივია ადამიანმა ნახოს, რა ხდებოდა საგარეო მიმართულებით საქართველოში 2012 წლამდე, სად ვიყავით, რა ვითარება იყო და 2012 წლის შემდეგ რა ნაბიჯები იქნა გადადგმული. ვერავინ, ვერც ერთი ადამიანი ვერ მოიტანს კონკრეტულ ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო თანამშრომლობს რუსეთთან, ან ფარულად რაიმეს აწარმოებს. არ არსებობს! ის, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში კონკრეტული ადამიანების მხრიდან ვისმენთ, ჩვენ ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს არის სპეკულაციები და იმ ბინძური პროპაგანდის ნაწილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის