მიხეილ სარჯველაძე - ლევან ხაბეიშვილს პარლამენტში ყოფნის არც სურვილი და არც უნარი აქვს - ეს კაცი საპარლამენტო საქმიანობისთვის დაბადებული არ არის

ლევან ხაბეიშვილს პარლამენტში ყოფნის არც სურვილი და არც უნარი აქვს - ეს კაცი საპარლამენტო საქმიანობისთვის დაბადებული არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

ხაბეიშვილის შეთავაზების კომენტირებისას სარჯველაძემ აღნიშნა ისიც, რომ მას საპარლამენტო საქმიანობის არავითარი რესურსი არ გააჩნია.

„არ მგონია, სწორი იყოს, როცა დეპუტატი იმუქრება, ან სავაჭრო დისკუსიის გამართვას აპირებს დეპუტატის მანდატთან დაკავშირებით. ეს არც კეთილსინდისიერი და არც ლოგიკური საქციელია. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ დეპუტატის მანდატი კონკრეტულ მოვალეობას ნიშნავს და როცა ამით ვაჭრობ, ან ამაზე უარს ამბობს, ეს სწორი საქციელი არ არის. მგონი, შემოსვლა-არშემოსვლის საკითხმა დიდი გაკვეთილი მისცათ, რომ ამ საკითხზე საუბარი აღარ წამოიწყონ. შეცდომაა, როცა ამ თემაზე საუბარს იწყებენ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ არათუ პარლამენტი, არამედ საკრებულოებიც დატოვოს. მისივე თქმით, პარტია მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის ყველაფერს ნულიდან დაიწყებს.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა