გრიგოლ გეგელია - ხაზარაძე წალენჯიხაში უფრო მეტჯერ იყო ჩასული, ვიდრე რუსეთუმე მაჭარაშვილი რუსთაველზე, პარლამენტის შენობაში

სანამ გურამ მაჭარაშვილი და მისი მავნებელი კოლეგები ქვეყნის მომავალს ძირს უთხრიან, მამუკა ხაზარაძე და "ლელო" არ ნებდება და ამ ქვეყანაში მშენებლობის და განვითარების მაგალითს ქმნის, ინვესტიციები შემოაქვს, ახალ შესაძლებლობებს ქმნის , - ამის შესახებ „ლელოს” პოლიტსაბჭოს წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, წალენჯიხაში ბევრად უფრო მეტი ხედვა და განვითარების პოლიტიკაა, ვიდრე მთელ დანარჩენ ქვეყანაში.

„სწორედ, ამის მაგალითია წალენჯიხა, სადაც ხაზარაძის პირდაპირი ინიციატივით და ხელშეწყობით გაიხსნა IT აკადემია, სადაც წალენჯიხელი ბავშვები უფასოდ იღებენ ცოდნას, რაც მათ გლობალურ ეკონომიკურ ბაზარზე ხდის კონკურენტულს. წალენჯიხაში მსოფლიო დონის "იუვენტუსის" საფეხბურთო აკადემია იხსნება; გაიხსნა ბიბლიოთეკა; დაფუძნდა წიგნის ფესტივალი; ხელოვნების ფესტივალი; ეწყობა თეატრი, ოთარ ეგაძის ხელმძღვანელობით მანანა დოიჯაშვილის სახელობის მუსიკალური აკადემია; საზოგადოებრივი განტვირთვის სივრცე; დაფინანსდა საცხენოსნო ტურიზმი და მიმდინარეობს მოლაპარაკებები საცხენოსნო სპორტის განვითარებაზე.

წალენჯიხაში ბევრად უფრო მეტი ხედვა და განვითარების პოლიტიკაა, ვიდრე მთელ დანარჩენ ქვეყანაში, რომელიც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ უამბიციო, პრო-რუსი აპარატჩიკების ხელშია. მათ ჩვენი ქვეყანა რუსულ ჭაობად გადააქციეს.

ამასობაში, წალენჯიხა განასახიერებს თავისუფალ, პროგრესულ საქართველოს, რომელიც ადამიანის განვითარებაზე, კეთილდღეობაზე და გამდიდრებაზეა მომართული. ამიტომაც ეშინიათ წალენჯიხის "ქართული ოცნების" რიგებიდან ვითომდა გასულ პრორუს დეპუტატებს. მათ ეშინიათ იმ რეალური საქმეებისა და დადებითი დღის წესრიგის, რასაც ხაზარაძე და "ლელო" ატარებს წალენჯიხელთა კეთილდღეობისთვის. სწორედ, ამ პოლიტიკაში არის საქართველოს მომავალიც, რომელიც უპირობოდ გაიმარჯვებს”, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის