კრამატორსკზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 20 კი - დაშავდა

რუსულმა ძალებმა წუხელ დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკს „ისკანდერ-K“ ტიპის რაკეტებით დაარტყეს, - ინფორაციას უკრაინული მედია დონეცკის ოლქის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 8 საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, მათგან ერთი მთლიანად განადგურდა. არსებული ინფორმაციით, 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 20 დაშავდა.

ადგილზე 11 საგამოძიებო ჯგუფი, ასაფეთქებელი ნივთიერებების ექსპერტები, კინოლოგები, ექიმები, საპატრულო პოლიცია და სხვა დანაყოფები მუშაობენ.

ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, ადამიანები არიან მოყოლილი.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა