რატი იონათამიშვილი - ოპოზიციისგან გვახსოვს, თითქოს ფარულ ჩანაწერებზე კომენტარების გაკეთება არ შეიძლებოდა და ეს იყო ამორალური, მაგრამ ახლა ბრიფინგს ბრიფინგზე აწყობენ

ამ ადამიანებისგან გვახსოვს, თითქოს ფარულ ჩანაწერებზე კომენტარების გაკეთება არ შეიძლებოდა და ეს იყო ამორალური, მაგრამ ახლა ბრიფინგს ბრიფინგზე აწყობენ, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ჟურნალისტებთან გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს.

იონათამიშვილი ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც Youtube-ზე, Cyber Kmara-ს არხზე გავრცელდა, ამბობს, რომ ერთ- ერთი ქართული ტელეარხი რუსული სპეცსამსახურებიდან იღებს ინფორმაციას, ხოლო შემდეგ მასზე ოპოზიციური ძალები აგებენ დღის წესრიგს.

"ამით დადასტურდა ის, რაზეც "ნაციონალური მოძრაობის" მხარეები უვრცელებდნენ ერთმანეთს ჩანაწერებს, მათ შორის, გვახსოვს გიული ალასანიას ჩანაწერი და რა აზრიც ამ ჩანაწერში იყო გამოთქმული, ფაქტობრივად, გაიმეორა და დაადასტურა ამ ყველაფერმა, კერძოდ ის, რომ "ტვ პირველი" ინფორმაციას იღებს რუსული სპეცსამსახურებიდან, შემდეგ კი ამ საკითხზე დღის წესრიგს შლიან ხოშტარია და ის ადამიანები, ვინც ამხანაგობენ რუსულ რუბლებთან. ასევე, ამ ადამიანებისგან გვახსოვს, თითქოს ფარულ ჩანაწერებზე კომენტარების გაკეთება არ შეიძლებოდა და ეს იყო ამორალური, მაგრამ ახლა ბრიფინგს ბრიფინგზე აწყობენ და საკუთარ ორმაგ სტანდარტს აჩვენებენ. ეს შეუმჩნეველი არ რჩება საზოგადოებას და აფასებს ყველაფერს,"- განაცხადა იონათამიშვილმა.

ინფორმაციისთვის, აბაშიძე-კარასინის საუბარი Youtube-ზე, Cyber Kmara-ს არხზე გავრცელდა. გამოქვეყნებულ ჩანაწერის თანახმად, აბაშიძე და კარასინი ახალი მაგისტრალის მშენებლობის შესახებ საუბრობენ. ჩანაწერის თანახმად, ზურაბ აბაშიძე მას განუმარტავს, რომ ზემო ლარსის მიმართულებით პარალელური მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს. ზურაბ აბაშიძემ საუბრის ავთენტურობა დაადასტურა და აღნიშნა, რომ მასში სკანდალურს ვერაფერს ხედავს.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა