საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ "ადამიანის თავისუფლების ინდექსში“ წლიური და გრძელვადიანი სარეიტინგო წინსვლით საქართველო უსწრებს ევროკავშორის წევრ 3 და ნატოს წევრ 7 ქვეყანას.
მისი თქმით, საქართველaო მსოფლიოს საუკეთესო ათეულებშია.
"ადამიანის თავისუფლების ინდექსში“ წლიური და გრძელვადიანი სარეიტინგო წინსვლით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულებშია.საქართველო მსოფლიო რეიტინგში 11 პოზიციით წინ გადავიდა და 54 ადგილიდან 43 ადგილზე დაწინაურდა. უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს და ევროკავშორის წევრ 3 და ნატოს წევრ 7 ქვეყანას", - წერს პაპუაშვილი "ტვიტერზე".