გიული ალასანია - იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის სიკვდილს აანონსებს, ყველას მოეკითხება - ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო ფეხზე დადგა, ზელენსკიმ ყველას მიმართა, რომ მისი მოქალაქე გადაარჩინონ

მიხეილ სააკაშვილი არ არის ცალკეული ადამიანი. ეს არის ადამიანი, რომლის შესახებაც რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანმა ორგანიზაციამ მიიღო რეზოლუცია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულით ის პრეზიდენტის მიერ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამი იყო, რომ “ინდივიდუალური შემთხვევა ჩვენს ევროპულ მომავალს არ განსაზღვრავს”.

"ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო დადგა ფეხზე. ზელენსკიმ მთელ მსოფლიოს მიმართა, რომ მისი მოქალაქე გადაარჩინონ. არ ვიცი, აქ რა ილუზია აქვთ, სათითაოდ მიწვდებიან ყველას, ვინც ამ პროცესებშია ჩართული.

უკაცრავად და {ასეთი ადამიანები} განსაზღვრავენ ამ ქვეყნის მომავალს. ეს {მიხეილ სააკაშვილი} არ არის ცალკეული ადამიანი. ეს არის ადამიანი, რომლის შესახებაც რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანმა ორგანიზაციამ მიიღო რეზოლუცია.

იუსტიციის მინისტრი ფაქტობრივად, სააკაშვილის სიკვდილს აანონსებს. ვფიქრობ, ყველას მოეკითხება“, - აღნიშნავს ალასანია.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა