კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

დღეს, 2 თებერვალს, სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქ. N15-ის მიმდებარედ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები დაზიანების აღსადგენად გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 2 თებერვალს, დილის 07:30 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:

სამგორის რაიონში: მოსკოვის გამზირს, გარდაბნის გზატკეცილს, წმ. ბარბარეს დასახლებას, ქინძმარაულის, ბაბუციძის, ოცხელის, ნაკადულის, საფერავის, ჩხავერის, ალექსანდროულის,, გაბრიელ სალოსის, დოდაშვილის, ბოგდან ხმელნიცკის, წულაძის, მანავის, საექიმოს, არტურ ლაისტის, იუნკერთა და მიმდებარე ქუჩებს, რუსთავის გზატკეცილის ნაწილს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge

გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა