გიგა ბოკერია - ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ სანამ ივანიშვილის რეჟიმი ხელისუფლებაშია, აგრესიის საფრთხე ყოველდღიურად იზრდება

ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ სანამ ივანიშვილის რეჟიმი ხელისუფლებაშია, აგრესიისა და მსხვერპლის საფრთხე ყოველდღიურად იზრდება , - ამის შესახებ პარტიის

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

გიგა ბოკერიას თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება „იმ გულწრფელი პოზიციის გაგრძელებაა, რომელიც ჩვენს მტერს აქვს“.

„რუსეთის ინტერესია საქართველოს დასავლეთისაგან იზოლირება და დაუცველად დატოვება, რადგან აგრესია მათგან მოდის. უკვე ოკუპირებულები ვართ, მუდმივი საფრთხეა, რაც, უდიდესი ალბათობით, კიდევ გაგრძელდება. სწორედ ამიტომ ახარებთ მათ თავდასხმის წინ საქართველოს დაუცველობა, ამაზეა საუბარი.

ამ ამბავში ვხედავთ, რომ საქართველო მსხვერპლია. ხელისუფლების რეჟიმს ახლა დროებითი ხეირი აქვს, რადგან საზოგადოების ნაწილს ატყუებს, თითქოს ომი თავიდან ავირიდეთ, სინამდვილეში, ყველაფერი პირიქითაა.

ეს განცხადებები იმის დასტურია, რომ აგრესიისა და მსხვერპლის საფრთხე იზრდება ყოველდღიურად მანამ, სანამ ივანიშვილის რეჟიმი ამ ხელისუფლებაშია“ , - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია