თეთრი სახლი უარყოფს ინფორმაციას, რომ ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს ომის დასრულების სანაცვლოდ უკრაინის ტერიტორიის ნაწილი შესთავაზა

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ და აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ უარყვეს შვეიცარიული გამოცემა Neue Zürcher Zeitung-ის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, უილიამ ბერნსმა, ჯო ბაიდენის სახელით მოსკოვსა და კიევს შესთავაზა სამშვიდობო გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა საომარი მოქმედებების შეწყვეტას რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის მეხუთედზე კონტროლის სანაცვლოდ, - ინფორმაციას The Newsweek-ი ავრცელებს.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერის მოადგილის, შონ დევითის განცხადებით, Neue Zürcher Zeitung-ის ინფორმაცია არაზუსტია.

ამასთან, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენელმა Newsweek-ს განუცხადა, რომ ინფორმაცია, თითქოს უილიამ ბერნსი იანვარში მოსკოვში ფარული ვიზიტით გაემგზავრა და თეთრი სახლის სახელით სამშვიდობო წინადადება წამოაყენა, "სრულიად მცდარია".

ცნობისათვის, გამოცემა Neue Zürcher Zeitung-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იანვრის შუა რიცხვებში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა კიევსა და მოსკოვს წარუდგინა სამშვიდობო გეგმა, რომელსაც უკრაინაში მიმდინარე ომი უნდა დაესრულებინა. გამოცემის ცნობით, წინადადება ითვალისწინებდა უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტის დათმობას.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა