ზურაბ ქადაგიძე - რა მდგომარეობაა ზელენსკის სანაქებო მთავრობაში, რომ უკრაინაში კორუფციის ფაქტებზე ამერიკაში უნდა დარეკო

რა მდგომარეობაა ზელენსკის სანაქებო მთავრობაში, რომ უკრაინაში კორუფციის ფაქტებზე ამერიკაში უნდა დარეკო! რა სასწაული ნდობა აქვს ამერიკას უკრაინის, არა?! - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში აშშ-ის მიერ უკრაინაში კორუფციის შესახებ შეტყობინებებისთვის ცხელი ხაზის ამოქმედებას.

„უუპს... (ამერიკულად) რა მდგომარეობაა ზელენსკის სანაქებო მთავრობაში, რომ უკრაინაში კორუფციის ფაქტებზე ამერიკაში უნდა დარეკო! რა სასწაული ნდობა აქვს ამერიკას უკრაინის, არა?! მდაა... (ქართულად)

ვიდრე საქართველოს რუსეთთან დანაშაულებრივ კავშირებზე ისაუბრებთ, საკუთარი ხვრელები რომ ამოლუქოთ, არა?!

ხრენოვა... (გასაგებ ენაზე) ეგრე იცის დიდი დოზებით კოლაბორაციამ, ჯერ სასამართლო გადაუფორმეთ და ახლა უკრაინის სუვერენული უფლება, რომ აღკვეთოს დანაშაულები საკუთარ ქვეყანაში სხვას გადააბარეთ!

რა ვიცი, მაგას სახელმწიფო კი არა, „შარაშკინა“ კანტორა ჰქვია“, - აღნიშნავს ქადაგიძე.

როგორც „ხალხის ძალაში“ აღნიშნავენ, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც უკრაინაში კორუფციის შესახებ შეტყობინებებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა. მითითებულ ნომრებზე დარეკვით, შესაძლებელია ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა დარღვევაზე - კორუფციის, თაღლითობის, გაფლანგვის, სექსუალური ექსპლუატაციის, შევიწროებისა და ადამიანებით ვაჭრობის შესახებ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის